ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა შემთხვევაში ამუშავდება ფეროშენადნობების ინდუსტრია? | 11-მა საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა

ეკონომიკის სამინისტრო

ფეროშენადნობების სექტორში მოქმედმა 11-მა მცირე და საშუალო ზომის საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. მიზეზი ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანებებია, რომელიც დარგში 2022 წლიდან არსებული კრიზისის ფონზე დაგროვდა. კომპანიები ელექტროენერგიის დავალიანებების რესტრუქტურიზაციას ითხოვენ, რათა წარმოების განახლება შეძლონ.

რა შემთხვევაში ამუშავდება ფეროშენადნობების ინდუსტრია? | 11-მა საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა
რა შემთხვევაში ამუშავდება ფეროშენადნობების ინდუსტრია? | 11-მა საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართაBM.GE

ფეროშენადნობების სექტორში მოქმედმა 11-მა მცირე და საშუალო ზომის საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს დარგში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც BMG-სთან კომპანია AMB Alloys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში დარგში არსებული კრიზისის ფონზე, საწარმოებს ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანებები დაუგროვდათ.

ილია გოგსაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს საწარმოებმა აღნიშნული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართეს. კომპანიაში ამბობენ, რომ თუკი სამინისტროს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადაიდგმება, არსებობს მოლოდინი, რომ ამ ეტაპზე გაჩერებული მცირე კომპანიები წარმოების განახლებას შეძლებენ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დადებით მოლოდინებს აჩენს ის გარემოება, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციაზე ფასები ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა.

“ფეროშენადნობების დარგში გარკვეული აქტივაცია ხდება ფასის თვალსაზრისით, პროდუქციაზე ფასებმა მცირედით მოიმატა, რამაც გააჩინა იმედები, რომ დარგი უფრო ეფექტურად ოპერირებას შეძლებს. თუ მაგალითად წლის დასაწყისში პროდუქციაზე ფასი 1100-1150 დოლარი იყო, დღეს 1300-1350 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ზოგიერთ შემთხვევებში არის უფრო მაღალი ფასიც.

თუმცა აქ პრობლემას ვაწყდებით იმას, რომ ძირითად გამოწვევად ისევ რჩება ელექტროენერგიის მაღალი ტარიფი. შესაბამისად, განსაკუთრებულად მოწყვლადები ამ საკითხის მიმართ არიან ფეროშენადნობთა მცირე საწარმოები, რომლებიც გაზრდილი ტარიფის პირობებში ვეღარ ახერხებენ ოპერირებას. თუმცა გარკვეული შეიძლება პოზიტიური მომენტები არის ნამდვილად ის, რომ პროდუქციაზე ფასების მატების დინამიკა ფიქსირდება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ პროგნოზირება მომავალზე და თუკი ელექტროენერგიასთან მიმართებით რაიმე დადებითი ძვრები იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან და დარგის შესაბამის საწარმოებთან, შესაძლოა, მცირე ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიებისათვის გამოიძებნოს შესაძლებლობა, რომ ამუშავდეს დარგი.

ჩვენი ინიციატივა უკავშირდება ელექტროენერგიის დაგროვილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხს. დარგი კრიზისში იმყოფება 2022 წლიდან და ამის გამო ელექტროენერგიის დავალიანებები დაგროვდა. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ არსებული ფასების კონიუნქტურაში შესაძლებელია მიმდინარე ვალდებულებების შესრულება. თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ თუნდაც რამდენიმე თვით, ვიდრე კომპანიები გარკვეულწილად რეაბილიტაციის პროცესს გაივლიან, მოხდეს ძველი დავალების რესტრუქტურიზაცია და გადავადება. საუბარია ხუთ-ექვს თვემდე ვადით რესტრუქტურიზაციაზე“, - განაცხადა ილია გოგსაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფეროშენადნობების დარგში გარკვეული აქტივაცია ხდება ფასის თვალსაზრისით, პროდუქციაზე ფასებმა მცირედით მოიმატა, რამაც გააჩინა იმედები, რომ დარგი უფრო ეფექტურად ოპერირებას შეძლებს. თუ მაგალითად წლის დასაწყისში პროდუქციაზე ფასი 1100-1150 დოლარი იყო, დღეს 1300-1350 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ზოგიერთ შემთხვევებში არის უფრო მაღალი ფასიც. თუმცა აქ პრობლემას ვაწყდებით იმას, რომ ძირითად გამოწვევად ისევ რჩება ელექტროენერგიის მაღალი ტარიფი. შესაბამისად, განსაკუთრებულად მოწყვლადები ამ საკითხის მიმართ არიან ფეროშენადნობთა მცირე საწარმოები, რომლებიც გაზრდილი ტარიფის პირობებში ვეღარ ახერხებენ ოპერირებას. თუმცა გარკვეული შეიძლება პოზიტიური მომენტები არის ნამდვილად ის, რომ პროდუქციაზე ფასების მატების დინამიკა ფიქსირდება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ პროგნოზირება მომავალზე და თუკი ელექტროენერგიასთან მიმართებით რაიმე დადებითი ძვრები იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან და დარგის შესაბამის საწარმოებთან, შესაძლოა, მცირე ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიებისათვის გამოიძებნოს შესაძლებლობა, რომ ამუშავდეს დარგი. ჩვენი ინიციატივა უკავშირდება ელექტროენერგიის დაგროვილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხს. დარგი კრიზისში იმყოფება 2022 წლიდან და ამის გამო ელექტროენერგიის დავალიანებები დაგროვდა. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ არსებული ფასების კონიუნქტურაში შესაძლებელია მიმდინარე ვალდებულებების შესრულება. თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ თუნდაც რამდენიმე თვით, ვიდრე კომპანიები გარკვეულწილად რეაბილიტაციის პროცესს გაივლიან, მოხდეს ძველი დავალების რესტრუქტურიზაცია და გადავადება. საუბარია ხუთ-ექვს თვემდე ვადით რესტრუქტურიზაციაზე“
ილია გოგსაძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?წაიკითხე

უახლესი ამბები