გიორგი კახიანი – საგამოძიებო კომისიის დასკვნას, სადაც უმძიმესი ფაქტებია, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ასავალ-დასავალის“ კრებული არაერთხელ უწოდეს, ესეც წარმოაჩენს, რომ წარსულს არ ნანობენ
გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ასავალ-დასავალის“ კრებული არაერთხელ უწოდეს, რაც აჩვენებს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ასავალ-დასავალის“ კრებული არაერთხელ უწოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მძიმეა, როდესაც დასკვნას, რომელშიც ადამიანების ტრაგიკული შემთხვევებია მითითებული, ასე მოიხსენიებენ.
„რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან, უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც „ასავალ-დასავალის “კრებულს. ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ“, – განაცხადა კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაგიორგი კახიანი - “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ „ასავალ-დასავალის კრებული“ უწოდეს - ისინი წარსულს არ ნანობენ
გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ
გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს - ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ
გიორგი კახიანი: „საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს – ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…