პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: „დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მეთოთხმეტე სხდომა ჩატარდა და ისინი სასამართლოს წინაშე დღეს დაახლოებით ამას ითხოვდნენ, რომ აგვიხსენით, რაში გვედება ბრალიო და იმავდროულად აგვიხსენით, როგორ დავიცვათ თავიო. მშვენივრად იციან, რეალურად რა არაკონსტიტუციურობის პრეტენზიები არსებობს ამ პარტიასთან“

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში დროის გაწელვის მცდელობა და საკუთარი უსუსურობის დემონსტრირებაა.

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: „დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მეთოთხმეტე სხდომა ჩატარდა და ისინი სასამართლოს წინაშე დღეს დაახლოებით ამას ითხოვდნენ, რომ აგვიხსენით, რაში გვედება ბრალიო და იმავდროულად აგვიხსენით, როგორ დავიცვათ თავიო. მშვენივრად იციან, რეალურად რა არაკონსტიტუციურობის პრეტენზიები არსებობს ამ პარტიასთან“
POSTV

„მათ დააყენეს შუამდგომლობა, თუ შეიძლება ამას შუამდგომლობა ვუწოდოთ, რაც რეალურად იყო მათი უსუსურობის დემონსტრირება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღევანდელ სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მტკიცების სტანდარტის დადგენა ითხოვეს.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მეთოთხმეტე სხდომა ჩატარდა და ისინი სასამართლოს წინაშე დღეს დაახლოებით ამას ითხოვდნენ, რომ აგვიხსენით, რაში გვედება ბრალიო და იმავდროულად, აგვიხსენით, როგორ დავიცვათ თავიო. მშვენივრად იციან, რეალურად რა არაკონსტიტუციურობის პრეტენზიები არსებობს ამ პარტიასთან.

ყველანაირად ცდილობენ, რომ დრო გაწელონ. ამას დიდი იურისტობაც არ სჭირდება, რომ მიხვდე, რაოდენ რთულ მდგომარეობაშია ეს პარტიაც და სხვა პარტიებიც. გახარიას პარტიის წარმომადგენელი იმავდროულად ამბობს, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი აქციაო, მაგრამ ყველა სხვა აქციაზე უბრალოდ, ძალადობის ცალკეული გამოვლინებები ხდებოდაო”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები