პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე აცხადებენ, რომ ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საკუთარი სახსრებით საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ და გადასცემენ.

ივანიშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება
ნეტგაზეთი

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ახალ საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის წერილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, — ნათქვამია წერილში.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სისტემური პრობლემა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში განხილვის საგანია.

ოფიციალური ვერსიით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო და იქ გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.

თუმცა სპეციალისტები და უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ სწორედ „დაკეტილი ბინების“ მონიტორინგის არარსებობა, დეტექტორების დეფიციტი და მსგავსი პრობლემები ქმნის სასიკვდილო საფრთხეს არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ მთელი საცხოვრებელი კორპუსებისთვის.

“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიივანიშვილის განცხადება ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  3. რუსთავი 2სამთავრობობიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  4. პირველი არხისამთავრობობიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს
  5. იმედინიუსისამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ
  7. POSTVსამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  8. ალიაოპოზიციური“უსახლოდ დარჩენილ 28 ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს” – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
  9. BM.GEოპოზიციურიგადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები