ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ და გადასცემენ.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარებას გამოხატავენ“.
განცხადებაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, შეუძენენ და გადასცემენ საცხოვრებელ ბინებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაივანიშვილის განცხადება ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
ივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
“უსახლოდ დარჩენილ 28 ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს” – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…