პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“უსახლოდ დარჩენილ 28 ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს” – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

ქართული ოცნება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ განაცხადეს, რომ უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ.

“უსახლოდ დარჩენილ 28 ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს” – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
ალია

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან – “ქართული ოცნების” Facebook გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ივანიშვილები დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”- წერია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიივანიშვილის განცხადება ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  3. რუსთავი 2სამთავრობობიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  4. პირველი არხისამთავრობობიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს
  5. იმედინიუსისამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ
  7. POSTVსამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  8. BM.GEოპოზიციურიგადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო - ტრაგედიებით მკვებავ „პოლიტიკურ“ ჯგუფებს მოვუწოდებთ, ამ მძიმე წუთებში მაინც შეწყვიტონ საკუთარი ამორალური სახის დემონსტრირება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები