პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი: ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანმა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი: ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა
რუსთავი 2

"ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა" - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა,"- წერს რუბენ რუბინიანი.

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“თანაგრძნობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს” – სომხეთის საგარეოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები