პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ

ქართული ოცნებასაქართველოს მთავრობა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ და გადასცემენ.

ივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ
რადიო თავისუფლება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს“.

განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს“, - აცხადებენ ისინი.

მათი განცხადებით, „ეს არის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“.

აფეთქება ფონიჭალაში

2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულები არიან:

38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე; ოჯახის ერთი წევრი, 3 წლის თაია, - რომელმაც ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს.

33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი შვილი, 6 წლის არიანა რისტიჩი;

55 წლის ლალი შიშმანაშვილი;

28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აფეთქების მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიივანიშვილის განცხადება ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  3. რუსთავი 2სამთავრობობიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
  4. პირველი არხისამთავრობობიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს
  5. იმედინიუსისამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  6. POSTVსამთავრობობიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
  7. ალიაოპოზიციური“უსახლოდ დარჩენილ 28 ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს” – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
  8. BM.GEოპოზიციურიგადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უკრაინის საელჩო – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები