პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს, პარტიების შესაძლო აკრძალვის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების ზუსტი ვადები და თარიღი წინასწარ განისაზღვროს.

გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება
TV პირველი

"კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან ითხოვს, სასამართლომ წინასწარ განსაზღვროს ვადები, თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ იყოს ცნობილი, როდის დაიწყება აღსრულება.

სამართლებრივი შედეგის ვადის დადგომის თაობაზეა შუამგომლობა - საკმაოდ სპეციფიკიური შუამდგომლობაა და პრაქტიკა ამ მხრივ არ არსებობს და მივიჩნევთ, რომ კანონმდებლობაც საკმაოდ ხარვეზიანია, განმარტებები საჭიროა ჩემი აზრით და ამიტომ ვაყენებთ ამ შუამგომლობას.

შუამდგომლობის საგანი არის პირობითი ხასიათის და ვითხოვთ, გადაწყვეტილების დროის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული.

დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის დადგომის ვადის ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგის დადგომის ზუსტი თარიღი", - განაცხადა გვარამიამ.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 10-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. წინა კვირაში სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავთან დაკავშირებული კონფერენციის გამო არ ჩატარებულა. ღონისძიებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან ითხოვს, სასამართლომ წინასწარ განსაზღვროს ვადები, თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ იყოს ცნობილი, როდის დაიწყება აღსრულება. სამართლებრივი შედეგის ვადის დადგომის თაობაზეა შუამგომლობა - საკმაოდ სპეციფიკიური შუამდგომლობაა და პრაქტიკა ამ მხრივ არ არსებობს და მივიჩნევთ, რომ კანონმდებლობაც საკმაოდ ხარვეზიანია, განმარტებები საჭიროა ჩემი აზრით და ამიტომ ვაყენებთ ამ შუამგომლობას. შუამდგომლობის საგანი არის პირობითი ხასიათის და ვითხოვთ, გადაწყვეტილების დროის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული. დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის დადგომის ვადის ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგის დადგომის ზუსტი თარიღი“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას - ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! - თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები