პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: პუტინმა პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე პატარა რაკეტა შეცდომით გაგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინმა პოლონეთში დრონები და რაკეტები შეცდომით გაგზავნა, მაშინ როცა პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი მომხდარს წინასწარ განზრახულ პროვოკაციად აფასებს.

ტრამპი: პუტინმა პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე პატარა რაკეტა შეცდომით გაგზავნა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ, ტრამპი მიიჩნევს, რომ გასულ ღამეს რუსულმა რაკეტებმა პოლონეთზე იერიში „შეცდომით“ მიიტანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინმა პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე პატარა რაკეტა შეცდომით გაგზავნა“, - ციტირებს ტრამპს Fox News-ის ჟურნალისტი აიშა ჰასნი.

გარდა ამისა, Fox News-ის ჟურნალისტთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვერაფერს იღონებს“ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მანამდე საჯაროდ გამოხატა აღშფოთება ჩინეთში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვლადიმiრ პუტინის მეგობრული ურთიერთობის გამო.

უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის დროს რამდენიმე რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ პოლიგონის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ ჯარების წვრთნები მიმდინარეობდა. საპასუხოდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მსგავს ინციდენტებს შემთხვევითობად ვეღარ მიიჩნევს და მათ წინასწარ განზრახულ პროვოკაციად განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Pravda Gerashchenko · Telegramნეიტრალურიდონალდ ტრამპი: პუტინმა პოლონეთში დრონები და რამდენიმე მცირე რაკეტა შეცდომით გაუშვა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდების შემდეგ - ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები