პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდების შემდეგ - ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის „მეგობრის“ წოდებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“.

დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდების შემდეგ - ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან
ინტერპრესნიუსი

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნული შინაარსის პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკიც.

„მართლაც, რთულია განსჯა - შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ - მაგრამ პუტინის ჩახუტება და მისთვის მეგობრის წოდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რადგან ჩნდება კითხვა: ვისთან უფრო მეტად მეგობრობს ის - პუტინთან თუ ჩვენს პრეზიდენტთან? და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საქმე რთულ არჩევანზე მიდგება - რომელ მეგობარს აირჩევს?“ - აღნიშნა სიკორსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: “პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები