დონალდ ტუსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა.
„ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი დაამტკიცეს.
სამმხრივ შეხვედრამდე ტრამპმა პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…