პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარია ზახაროვა - ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს.

მარია ზახაროვა - ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს
ინტერპრესნიუსი

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილს შორის 19 ნოემბერს, მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, მხარეებს შორის აღნიშნულ ფორმატში მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“ - აღნიშნა ზახაროვამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითბილისს დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს - ზახაროვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები