პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილი ღია სასამართლო სხდომებს ითხოვს - მე-10 წერილი ციხიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ მე-10 წერილში სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი პროცესის დახურვა ხელისუფლების მხრიდან „შიშით არის ნაკარნახევი“ და პოლიტიკური ანგარიშსწორების დამალვას ისახავს მიზნად.

ღარიბაშვილი ღია სასამართლო სხდომებს ითხოვს - მე-10 წერილი ციხიდან
რადიო თავისუფლება

9 ნოემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ მე-10 წერილში ის ამბობს, რომ გასულ ორშაბათს, 2 ნოემბერს როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სასამართლოს დარბაზში „პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ“ სურდა საუბარი, თუმცა „უსამართლო გადაწყვეტილებით“, სხდომა დაიხურა.

ის ამბობს, რომ დისკრიმინაცია, როდესაც მსგავსი საქმეები ღია სხდომებზე განხილებოდა, მას კი არ ეძლევა იგივე შესაძლებლობა. მისი თქმით, „როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება“.

„ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ „მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“.

ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრული მეორე, „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ნოემბერს დაიწყო. ამ სხდომაზე გამოცხადდა ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

იმ დღეს, ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე სრულად დახურა - სხდომაზე დასწრება მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ.

ახალი ბრალდების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად დაესწრო საკუთარ პროცესს. დახურულ სხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ მასზე „ფსიქიკური და მორალური წამება“ განხორციელდა „უფლებამოსილი მოხელის“ მხრიდან, – რათა დაეთანხმებინათ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე.

ღარიბაშვილი პატიმრობაშია

ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.

საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ. სწორედ ამას აღიქვამს ის ზეწოლად.

18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;

27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია
  2. ალიაოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პროცესის დახურვა არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი - ხელისუფლების გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს - ის „კენგურუს სასამართლოს“ კლასიკური ნიმუშია
  4. TV პირველიოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
  5. TV პირველიოპოზიციურიჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილი
  6. ბათუმელებიოპოზიციური„კენგურუს სასამართლოს კლასიკური ნიმუში“ – რაზე წერს ღარიბაშვილი ახალ წერილში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები