პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციას ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მომხდარის შედარება სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურის უბედურ შემთხვევასთან განსაკუთრებული ცინიზმია.

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
იმედინიუსი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.

მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

„შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.

ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ?

უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა - ოპერატიული სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა.

ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით“, - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა - სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები