პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა - სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონ

ანალიტიკოს გია აბაშიძის მტკიცებით, ოპოზიცია ფონიჭალის ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის მარშის პიარისთვის იყენებს და მათ „საჯარო სივრციდან გასაძევებლებს“ უწოდებს.

გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა - სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონ
იმედინიუსი

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. მისივე თქმით, მათი ხელწერაა სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონ.

მისი შეფასებით, საზოგადოება არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს.

„ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს, საჭიროების შემთხვევაში კი 90-ვე ოჯახის სასტუმროებში გადასაყვანად ყველაფერი მზად არის. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანების გადასარჩენად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

და ზუსტად ამ დროს, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ძველი, კარგად ნაცნობი ხელწერაა - სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონ. ეს არამხოლოდ ცინიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, არამედ ადამიანური და ზნეობრივი გაკოტრების სრული დემონსტრირებაა.

ასეთი პოლიტიკური სვავები ასაკრძალავები და გასაუქმებლები კი არა, საჯარო სივრციდან გასაძევებლები არიან! საზოგადოება არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს“, - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ - ეს მათი ხელწერაა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები