პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: “როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ – ეს მათი ხელწერაა”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას „ნაცები“ საკუთარი 28 ნოემბრის მარშის პრომოსთვის იყენებენ.

გია აბაშიძე: “როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ – ეს მათი ხელწერაა”
POSTV

“ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს, საჭიროების შემთხვევაში კი 90-ვე ოჯახის სასტუმროებში განთავსებისთვის ყველაფერი მზად არის.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანების გადასარჩენად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

და ზუსტად ამ დროს, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ძველი, კარგად ნაცნობი ხელწერაა – სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის “გასაპიარებელ” მასალად აქციონ. ეს არა მხოლოდ ცინიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, არამედ ადამიანური და ზნეობრივი გაკოტრების სრული დემონსტრირებაა.

ასეთი პოლიტიკური სვავები ასაკრძალები და გასაუქმებლები კი არა, საჯარო სივრციდან გასაძევებლები არიან! საზოგადოება არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს”, – წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ - ეს მათი ხელწერაა
  2. იმედინიუსისამთავრობოგია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა - სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის „გასაპიარებელ“ მასალად აქციონ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები