ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს - დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ უდიდესი მწუხარების დროს მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები და მისცეს მათ ოჯახებს გამძლეობა.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ირაკლი კირცხალია.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან
შალვა პაპუაშვილი – ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს
შალვა პაპუაშვილი: “მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…