შალვა პაპუაშვილი – ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს
ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და მაშველებსა და მედიკოსებს მადლობას უხდის.

მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებს და ახლობლებს“, – წერს პაპუაშვილი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან
შალვა პაპუაშვილი: “მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…