პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთმა დაადასტურა თავის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შეჭრა

ნატო

პოლონეთის საჰაერო სივრცე ორმა რუსულმა რაკეტამ და დრონმა დაარღვია, რის გამოც ქვეყანა ნატოსგან დამატებით ძალებს ითხოვს, ხოლო პრემიერმა ტუსკმა მომხდარს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

პოლონეთმა დაადასტურა თავის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შეჭრა
რადიო თავისუფლება

ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გამართა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომელშიც სამხედრო მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრ ტუსკის შეფასებით, რუსული ესკალაციის მორიგი გამოვლინება სავარაუდოდ, მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.

პოლონეთის მთავრობის სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჰაერო სივრცე დაარღვია ორმა რაკეტამ, მათ შორის Х-101-მა და სავარაუდოდ, რეაქტიულმა დრონმა.

საჰაერო თავდასხმის ობიექტების ნამსხვრევები აღმოჩენილია სამ დასახლებულ პუნქტთან. მათ შორისაა ნოვი ლიპოვიეცი, სადაც ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა.

მინისტრის ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. პოლონეთი თავდაცვისთვის ნატოსგან ითხოვს დამატებით ძალებს და საშუალებებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა ისევ შეეხო პოლონეთს და ეს ინციდენტი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია. კოსინიაკ-კამიშმა რუსეთის მორიგი პროვოკაცია დაუკავშირა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის" წევრი ქვეყნების ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელიც ამჟამად პოლონეთში მიმდინარეობს.

საჰაერო თავდასხმის საშუალებების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის გამო განგაში 20 ნოემბერს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. არმიის სარდლობამ მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები. ინციდენტის რაიონებში გაიგზავნა გამანადგურებლები F-16 და Gripen.

19-დან 20 ნოემბრის ღამიდან რუსეთის ჯარები რაკეტებით და დრონებით უტევდნენ უკრაინის დასავლეთ, პოლონეთთან მოსაზღვრე რაიონებსაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: “პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები