პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტუსკი: “პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს”

ნატო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, თავდაცვის მაღალი ხარჯების გამო ვარშავა უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას PURL-ის პროექტით ვეღარ შეიძენს.

დონალდ ტუსკი: “პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს”
POSTV

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თავდაცვაზე მაღალი ხარჯების გამო ვარშავა უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას PURL-ის პროექტის ფარგლებში ვეღარ შეიძენს.

ტუსკის განცხადებით, მან ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს უკვე აცნობა, რომ პოლონეთი PURL-ის დაფინანსებაში მონაწილეობას ჯერ ვერ მიიღებს.

„ვუთხარი ბატონ გენერალურ მდივანს, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ გამოვუყოფთ პროექტ PURL-ს ფულს, რომლის ფარგლებშიც ევროპელები უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებაზე ფულს ხარჯავენ, რადგან ჩვენ ბევრ ფულს საკუთარ შეიარაღებაზე ვხარჯავთ“, – განაცხადა ტუსკმა.

როგორც ტუსკმა დასძინა, პოლონეთი ძალიან სერიოზულად ეხმარებოდა უკრაინას, ახლა პოლონეთს ძალიან დიდი დეფიციტი აქვს, რადგან საკუთარ თავდაცვაზე ბევრს ხარჯავს.

„ამიტომაც განვაცხადე, რომ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პოლონეთი ფულს ვეღარ გაიღებს, რადგან ჩვენ საკუთარი დანახარჯები გვაქვს, რომელიც უსაფრთხოებას ეხება, რაც, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ცაპლიენკო · Telegramნეიტრალურიპოლონეთი არ გადარიცხავს თანხას PURL-ის პროგრამაში, რომლითაც ევროპული ქვეყნები აშშ-ში უკრაინისთვის იარაღს ყიდულობენ
  2. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტუსკი: პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთი და ბულგარეთი უარს ამბობენ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების შესყიდვის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები