დონალდ ტუსკი: პოლონეთი თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
დონალდ ტუსკის განცხადებით, თავდაცვაზე მაღალი შიდა ხარჯების გამო პოლონეთი PURL-ის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას ვეღარ შეიძენს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს უკვე აცნობა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თავდაცვაზე მაღალი ხარჯების გამო ვარშავა უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას PURL-ის პროექტის ფარგლებში ვეღარ შეიძენს.
ტუსკის განცხადებით, მან ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს უკვე აცნობა, რომ პოლონეთი PURL-ის დაფინანსებაში მონაწილეობას ჯერ ვერ მიიღებს.
„ვუთხარი ბატონ გენერალურ მდივანს, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ გამოვუყოფთ პროექტ PURL-ს ფულს, რომლის ფარგლებშიც ევროპელები უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებაზე ფულს ხარჯავენ, რადგან ჩვენ ბევრ ფულს საკუთარ შეიარაღებაზე ვხარჯავთ“, - განაცხადა ტუსკმა.
როგორც ტუსკმა დასძინა, პოლონეთი ძალიან სერიოზულად ეხმარებოდა უკრაინას, ახლა პოლონეთს ძალიან დიდი დეფიციტი აქვს, რადგან საკუთარ თავდაცვაზე ბევრს ხარჯავს.
„ამიტომაც განვაცხადე, რომ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პოლონეთი ფულს ვეღარ გაიღებს, რადგან ჩვენ საკუთარი დანახარჯები გვაქვს, რომელიც უსაფრთხოებას ეხება, რაც, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…