იაპონიის ელჩი ფონიჭალის ტრაგედიაზე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და გამოვხატავ მათ მიმართ ღრმა თანაგრძნობას
საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს.

საქართველოში იაპონიის ელჩი 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის განცხადებას ავრცელებს - იშიძუკა ჰიდეკი დაღუპულთა ოჯახებს ღრმა თანაგრძნობას უცხადებს და დაშავებულთა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შესახებ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და გამოვხატავ მათ მიმართ ღრმა თანაგრძნობას. ასევე, გულწრფელად ვლოცულობ დაშავებულთა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის", - ნათქვამია იაპონიის ელჩის განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…