მთავრობა სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს, სადაც სხვადასხვა სახეობისა და წარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის კოლექცია იქნება დაცული
მთავრობა სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწყობილ სივრცეში სასმელების კოლექცია იქნება დაცული.

მთავრობა სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. სახელმწიფო ენოთეკა - ეს არის ღვინისა და სპირტიანი სასმელის შენახვისა და კოლექციონირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც სხვადასხვა სახეობისა და წარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის კოლექცია იქნება დაცული.
შესაბამის სიახლეს “ვაზისა და ღვინის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების კოლექციის ფორმირება, შენახვა, აღრიცხვა, განახლება და შევსება, აგრეთვე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმელების და ტარის შესახებ შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემთა სისტემატიზაცია, აგრეთვე განკარგვა ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა იქნება.
სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებულ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე არ გავრცელდება.
საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…