გიორგი ლეფსვერიძე: შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი - ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაზის სუნის შეგრძნებისთანავე, თუნდაც ის მალევე გაქრეს, დაუყოვნებლივ დარეკონ 114-ზე.

ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ბუნებრივი აირის - 5-დან 15%-მდე, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „იმედის დღის“ ეთერში.
მისივე განმარტებით, როდესაც ჟანგბადთან მიმართებით ბუნებრივი აირის კონცენტრაცია 15%-ს სცდება, ეს იწვევს ადგილ-ადგილ აალებას და არა აფეთქებას.
მანვე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში 114-ზე დარეკონ.
„შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი - ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა. გამორიცხულია, რომ 600 000 აბონენტს ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს კომპანიამ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი ზარი შემოვა, დაუყოვნებლივ მოვიდეთ ადგილზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…