"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
კატალონიური „სპორტის“ ცნობით, „ბარსელონა“ „დორტმუნდის“ 26 წლის მცველის, ნიკო შლოტერბეკის შეძენით დაინტერესდა. ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის დასრულების შემდეგ 50-60 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„ბარსელონა“ „დორტმუნდის“ 26 წლის მცველით, ნიკო შლოტერბეკით დაინტერესდა, - იტყობინება კატალონიური „სპორტი“.
გამოცემის ცნობით, „ბარსელონა“ შლოტერბეკს ზამთარში ვერ გადაიბირებს, თუმცა ამის შანსი შემდგომში ექნება - კონტრაქტის მიხედვით სეზონის დასრულებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე მისი გამოსყიდვა 50-60 მილიონ ევროდ იქნება შესაძებელი.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…