ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ხელფასების ზრდა - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი ხელფასების ზრდასთან შედარებით გაცილებით დაბალია.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა არსებული ინფლაციის ადეკვატურია. ამის შესახებ მან "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ზრდა.
"ხელფასები განსაზღვრულია ინდექსაციის მექანიზმის შესაბამისად და მომდევნო წელს იმ ფორმულით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. გაანგარიშება გაკეთებულია და 8,4%-ით გაიზრდება ხელფასები საჯარო სექტორში და ეს მოიცავს 75 000-ზე მეტ პოლიციელს, მაშველებს, ჯარისკაცებს და უსაფრთხოების თანამშრომლებს.
ასევე 60 000 პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, 40 000 ბაღის პერსონალს და მასწავლებელს, 35 000 კულტურის სფეროში მოღვაწე პირს…
მიუხედავად ინფლაციის მაჩვენებლისა, რეალური ხელფასი იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 60%-ზე მეტად არის ხელფასები გაზრდილი, ბუნებრივია ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ზრდა", - განაცხადა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…