პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ერთ მაგიდასთან - ჩინეთის სამიტის პოლიტიკური გზავნილები და ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შედეგები

ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა, თუმცა მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში უკრაინის ომი ნახსენებიც არ არის.

გლობალური პოლიტიკის სამი მთავარი მოთამაშე ერთ მაგიდასთან და შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებული მოლოდინით ადევნებდა თვალს. ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

დიპლომატიური პროტოკოლი, ლიდერების მანერები, მისალმების ფორმები და საპატიო ადგილების განაწილება - დეტალები, რომლებსაც დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ოფიციალური თავაზიანობის მიღმა კი სამივე ლიდერს განსხვავებული ინტერესები და პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

ტრამპი ცდილობდა უკრაინის ომის დასრულების პროცესში დიპლომატიური გარღვევის მიღწევას და ბირთვული შეიარაღების შეზღუდვაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო რუსეთის გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშედ დაბრუნება, სი ძინპინისთვის კი მთავარი იყო ჩინეთის გლობალური გავლენის დემონსტრირება და ზესახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება.

ერთობლივ დეკლარაციაში - ე.წ. მშვიდობის დოკუმენტში - უკრაინის ომი საერთოდ არ უხსენებიათ. სანამ შენჟენში სამი სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი "მსურველთა კოალიცია" შეიკრიბა. ევროპიდან გაისმა მკაფიო გზავნილი: მეორე იალტა მშვიდობას ვერ მოიტანს. ბერლინიდან მოსკოვს კონკრეტული წინადადებებიც გაუგზავნეს.

ავტორი: ნათია ჩეხერია

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები