საჭიროებებს მორგებული ბიუჯეტი - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, მშპ-ის 126 მილიარდამდე გაზრდას და პენსიებისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მატებას ითვალისწინებს.

ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხუთპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის სამ პროცენტამდე შემცირებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის 126 მილიარდ ლარამდე ზრდას ეფუძნება.
მთავრობის პრიორიტეტულ სფეროებად უცვლელად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა და სოციალური პოლიტიკა, რაც მომავალი წლიდან პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.
დეპუტატთა შენიშვნებით კორექტირებულ პროექტს პარლამენტი საბოლოო კენჭისყრაზე დეკემბერში დაამტკიცებს.
ვრცლად იხილეთ ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…