პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობაზე: სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ხელი შეუშალონ საქართველოს, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საინტერესო შემადგენლობაა

ეუთო

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობის დაბლოკვას ბრიუსელის დირექტივით ცდილობს. მისი თქმით, ამ 14 ქვეყანას შორის არ არიან აშშ, უკრაინა და მეზობელი ქვეყნები.

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობაზე: სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ხელი შეუშალონ საქართველოს, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საინტერესო შემადგენლობაა
იმედინიუსი

სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ხელი შეუშალონ საქართველოს, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საინტერესო შემადგენლობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ თვალი ადევნოს, თუ როგორ ხდება ბრიუსელის პოლიტიკის გადატანა უსაფრთხოების ორგანიზაციის, ეუთოს ფარგლებში.

„[ეუთო] დღემდე რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მისწრაფებების, განსხვავებული დღის წესრიგის ქვეყნები მაინც ერთ მაგიდასთან სხედან და საუბრის ფორმატი არსებობს. საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც შეექმნა უსაფრთხოების გამოწვევები ამ კონტინენტზე და ამ ქვეყნის მიერ თავმჯდომარეობაზე განაცხადი იბლოკება იმ კონტექსტით, რაც გვესმის ბრიუსელის მხრიდან. თუმცა, ღიად ეს არავის უთქვამს, არავის დაუსახელებია თუ რა არის მიზეზი წინააღმდეგობისა, არც ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ხელი შეუშალონ საქართველოს, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. საინტერესო შემადგენლობაა. როდესაც ეროვნული პოზიციით პოზიციონირებ ორგანიზაციაში ბევრთან მიმართებით ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება ეს ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეუთოს თავმდომარეობას, თუ არა ბრიუსელიდან მიღებული დირექტივა. თუმცა ჯერ პროცესი არ დასრულებულა, არ არსებობს გადაწყვეტილება 2027 წლის თავმჯდომარეობის შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ ამ 14 ქვეყანას შორის არ არის არც აშშ, არც უკრაინა, არც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, არც ფართო რეგიონის ქვეყნები. საინტერესოა როგორ წარმართავს ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა ამ პროცესს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერი ეუთოში კრიზისს არ გამორიცხავს, თუკი ორგანიზაცია მინისტერიალზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„საქართველოსაც აქვს ისეთივე ხმის უფლება, როგორიც სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც აქვს უფლება, გახდეს თავმჯდომარე ქვეყანა და ისეთივე მონაწილე იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩვენი ინტერესი არ არის ორგანიზაციის დაზიანება, პირიქით, საქართველო სთავაზობს ეუთოს თავმჯდომარეობას სწორედ ამ რთულ ვითარებაში, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილებით შევიტანოთ წვლილი ამ ორგანიზაციის მუშაობაში, ეს არის ჩვენი შეთავაზება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები