პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი გააკეთა და ვინაიდან კვიპროსის კანდიდატურაზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, საქართველოს კანდიდატურას გვერდს ვერავინ აუვლის.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება
იმედინიუსი

საქართველოც არის ისეთივე მონაწილე ქვეყანა ეუთოსი, როგორიც სხვები არიან, სრულფასოვანი და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს ასეთი სურვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე საუბრისას.

მინისტრის თქმით, დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა.

"საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. საქართველოც არის ისეთივე მონაწილე ქვეყანა ეუთოსი, როგორიც სხვები არიან, სრულფასოვანი და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს ასეთი სურვილი. ჩვენ ასეთი სურვილი არასოდეს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როცა საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსიაა ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი. ეს არ არის მარტივი, კონსენსუსია საჭირო იმისთვის, რომ შევთანხმდეთ მომავალ თავმჯდომარეობაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, საქართველო მას უჭედა მხარს, თუმცა გასულ წელს, მინისტერიალზე, კვიპროსთან დაკავშირებით ორგანიზაციამ კონსენსუსს ვერ მიაღწია და ამას ხელი თურქეთის პოზიციამ შეუშალა.

"ჩვენ მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ ოფიციალურად პრეზენტაცია ჩვენი კანდიდატურის, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც კონსენსუსის რაიმე შანსი არსებობს. ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ აღნიშნულ საკითხზე განაცხადი მდინარე წლის იანვარში გააკეთა
  3. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიEU-ს ქვეყნების ნაწილი ეუთოში საქართველოს კანდიდატურას მხარს უჭერს - ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
EU მხარს არ უჭერს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას – Rapporteurწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები