მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე: ერთი რამ არის ფაქტი, ისეთი მსოფლიო, როგორიც იყო გუშინ, ვეღარ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ისეთი მსოფლიო, როგორიც გუშინ იყო, ვეღარ იქნება და ახალი წესრიგის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, მთავარია საქართველომ არ მიიღოს ზიანი და საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

ერთი რამ არის ფაქტი, ისეთი მსოფლიო, როგორიც იყო გუშინ, ფაქტია, ვეღარ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საზოგადოება „დიდი პროცესებს ადევნებს თვალ-ყურს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ბირთვული სახელმწიფო და ის გამოწვევები, რაც მსოფლიოში დღეს არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, შემდეგ კიდევ უფრო გამოჩნდება, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე.
„თუმცა, ერთი რამ არის ფაქტი, ისეთი მსოფლიო, როგორიც იყო გუშინ, ფაქტია, ვეღარ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პრიზმიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს და ვცდილობთ, საქართველოსთან მიმართებაში დავინახოთ, თუმცა, თავად ევროპისთვის რა მნიშვნელობა ექნება ამ ყველაფერს, ესეც საკითხავია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება, ამ წესრიგის, თუ ამ მოლაპარაკების პროცესის გავლენა თავად ევროპაზე. დღეს ევროპიდან არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ არის ამ პროცესის მონაწილე. ესეც ერთგვარად ბადებს კითხვებს. ვხედავთ, რომ ცდილობს ევროკავშირი ამ პროცესებში ჩაერთოს, თუმცა მეორე მხრივ, ცხადია, რომ ყველაფერი გარკვეულ გავლენას მოახდენს თავად ევროპის უსაფრთხოებაზე, ევროპის როლზე და შემდეგ როგორი იქნება თავად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ბუნებრივია, ეს ჩვენზედაც იმოქმედებს, ამას ჩვენზეც ექნება გავლენა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმგვარად იყოს ამ პროცესების მონაწილე, თუ იმგვარად ადევნოს ამ პროცესებს თვალი, რომ ჩვენ არ მივიღოთ ზიანი და პირიქით, ამ პროცესებიდან საქართველო გამოვიდეს საკუთარი ინტერესების მაქსიმალური დაცვით და გათვალისწინებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…