პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იან პრაუდი დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაზე: მიმჩნია, რომ თავად შეხვედრის ფაქტი არის დიდი მნიშვნელობის მატარებელი თუმცა ამ შეხვედრის იალტასთან შედარება არის ნამეტანი

ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის „იალტა 2-თან“ შედარებას გადაჭარბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ევროპას მსოფლიო პოლიტიკაში საგრძნობი როლის შესრულების პოტენციალი არ აქვს.

იან პრაუდი დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაზე: მიმჩნია, რომ თავად შეხვედრის ფაქტი არის დიდი მნიშვნელობის მატარებელი თუმცა ამ შეხვედრის იალტასთან შედარება არის ნამეტანი
იმედინიუსი

შეხვედრის ფაქტი არის დიდი მნიშვნელობის მატარებელი თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრის იალტასთან შედარება არის ნამეტანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ის ამ კომენტარით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და სი ძინპინის შევხდერის „იალტა 2“-თან გაიგივევას.

მისი თქმით, ეს დიდი მნიშვნელობის შეხევდრა იყო თუმცა იალტას კონფერენციასთან მისი გაიგივება გადაჭარბებულია.

„რაც შეეხება იალტა 2-ს, მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას. რა თქმა უნდა არის დიდი სიმბოლური დატვირთვა, როდესაც სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერები შეიკრიბნენ მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან. მიმდინარეობს საუბარი ბირთვული დაძაბულობის შემცირების თაობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე.

პირველ რიგში, მიმჩნია, რომ თავად შეხვედრის ფაქტი არის დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მე ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრის იალტასთან შედარება არის ნამეტანი, მაგრამ გასათვალისწინებელი, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში სამი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი პირისპირ საუბრობდა“, - განაცხადა იან პრაუდმა.

მისი თქმით, გეოგრაფიული დატვირთვიდან გამომდინარე ევროპა ამ შეხვედრაზე არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

„ბრიუსელში მაინც მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც უნდა იყვნენ ყველგან წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ევროპა არის დიდი ეკონომიკური დარტყმის ქვეშ უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ასევე, სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბულობის ფონზე. ამავე დროს ევროპას არ გააჩნია შესაბამისი იდეები და არც იმის პოტენციალი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საგრძნობი როლი შეასრულოს მსოფლიო პოლიტიკაში. შეხვედრისას კი უპირველესი საკითხი გახლდათ ის ეკონომიკური განზომილება, რომელიც აერთიანებს სამივე ბირთვულ სახელმწიფოს. არავის მიუწვევია ევროკავშირის ამ შეხვედრაზე მაგრამ რომც მიეწვიათ მაინც და მაინც დიდ აზრს ბრიუსელის მიერ დაფიქსირებული პოზიცია ამ შეხვედრაზე ვერ მოიტანდა“, - განაცხადა იან პრაუდმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები