მზარდი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან საქართველოს EU-სთან დაშორების რისკს ქმნის - ევროკომისია
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მზარდი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან ევროკავშირის სტანდარტების, კანონმდებლობისა და მმართველობის მოდელებისგან შემდგომი დაშორების რისკს ქმნის.

ევროკომისია რუსეთთან და ჩინეთთან საქართველოს მზარდ კავშირებში ეკონომიკურ რისკებს ხედავს. ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მზარდი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან ევროკავშირთან შემდგომი დაშორების რისკს ქმნის.
ამ საკითხზე ეკონომიკური უსაფრთხოება და მედეგობის შეფასების კონტექსტშია ყურადღება გამახვილებული.
"საქართველოს მზარდი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და გარკვეულ სასაქონლო პროდუქტებზე (განსაკუთრებით ნავთობზე, გაზსა და მარცვლეულზე) მაღალი დამოკიდებულება, ისევე როგორც ჩინეთთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, ქმნის ევროკავშირის სტანდარტების, კანონმდებლობისა და მმართველობის მოდელებისგან საქართველოს შემდგომი დაშორების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) უდიდესი ნაწილი ევროკავშირიდან შემოდის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირის სფეროებში, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ქვეყნების უფრო ფართო სპექტრიდან. ეს გარემოებები წარმოშობს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ბაზრის გამჭვირვალობას, საკუთრების სტრუქტურებსა და მესამე ქვეყნების ოპერატორებზე შესაძლო სტრატეგიულ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში",- წერია ანგარიშში.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს მზარდი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და გარკვეულ სასაქონლო პროდუქტებზე (განსაკუთრებით ნავთობზე, გაზსა და მარცვლეულზე) მაღალი დამოკიდებულება, ისევე როგორც ჩინეთთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, ქმნის ევროკავშირის სტანდარტების, კანონმდებლობისა და მმართველობის მოდელებისგან საქართველოს შემდგომი დაშორების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) უდიდესი ნაწილი ევროკავშირიდან შემოდის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირის სფეროებში, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ქვეყნების უფრო ფართო სპექტრიდან. ეს გარემოებები წარმოშობს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ბაზრის გამჭვირვალობას, საკუთრების სტრუქტურებსა და მესამე ქვეყნების ოპერატორებზე შესაძლო სტრატეგიულ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…