მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე: „მოვიწვიე საქართველო, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა“. თუ მიწვევაა, მიმიწვიე იმ დონეზე, რა დონეზეც შეხვედრა იმართება. თუკი შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღო, იქ უნდა შეგეძლოს შენი პოზიციების გამოხატვა. მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას. ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელის მინისტერიალზე მიწვევის ფორმას „იაფფასიანი თამაშები“ უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მინისტრის დონეზე არ მიუწვევიათ, არმონაწილეობით კი ქვეყანას არაფერი დაუკარგავს.

თუკი შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღო, იქ უნდა შეგეძლოს შენი პოზიციების გამოხატვა. მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას. ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით, საქართველოს მინისტრის დონეზე მიწვევა არ მიუღია.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების გასამყარებლად თუ სპეკულაციებისთვის გამიზნული ქმედებები. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, როგორ „შეაჩერა“ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი მაშინ, როდესაც ყველას კარგად ახსოვს, ვისი გადაწყვეტილებით შეჩერდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. შესაბამისად, იგივე ხდება ახლაც, რომ „მოვიწვიე საქართველო, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა“ ერთი წინადადება ასე ისმის. თუმცა საქართველო როგორ მოიწვიე, როცა პოლიტიკოსების შეხვედრაში იწვევ არასწორად, ან მოსაწვევს აგზავნი არასწორად იმისთვის, რომ შენ მიიღო სწორედ ის პასუხი, რომელსაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა გაგცემდა. თუ მიწვევაა, მიმიწვიე იმ დონეზე, რა დონეზეც შეხვედრა იმართება. წარმოუდგენელია, რომ მინისტერიალზე სხვა დონეზე მონაწილეობა იყოს იმავე მნიშვნელობის მატარებელი, რა მნიშვნელობაც ექნება მინისტერიალში მინისტრის მონაწილეობას, როდესაც ლაპარაკი არის პოლიტიკურ საკუთხებზე, პოლიტიკურ შეხვედრაზე და ნებისმიერ სხვა დონეზე ასეთ დროს მოსმენის რეჟიმში ყოფნა ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. თუკი შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღო, იქ უნდა შეგეძლოს შენი პოზიციების გამოხატვა და წვლილის შეტანა, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას. ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არაფერი დაუკარგავს ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე არმონაწილეობით.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.
„ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენ გვჭირდება შინაარსისთვის, ისე, როგორც პარტნიორებს შორის ურთიერთობებს შეეფერება.
ჩვენ შეიძლება ვიდავოთ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება ევროკავშირის გამოყენება. ევროკავშირი გვინდა, არ გვინდა, შევწყვიტეთ ევროკავშირისკენ სვლა და ტყუილი სპეკულაციების საფუძველი გახდეს, რაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. თქვენ გახსოვთ მოწოდებები პოლარიზაციასთან დაკავშირებით და ისიც ვნახეთ, რომ ამ პოლარიზაციის მთავარი საფუძველი იქიდან მოდიოდა, საიდანაც მოდიოდა მოწოდებები პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ასეთი დამოკიდებულება არ არის მისაღები ჩვენთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დაკავშირებადობის საკითხში აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი და ამას გვერდს ვერავინ აუვლის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…