პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე – როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს“

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა არასერიოზულია და ევროკავშირის მხრიდან სპეკულაციებისთვის გამოიყენება. მისი თქმით, წევრი ქვეყნების უმრავლესობას დიალოგი სურს, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატია მათ დაკვეთას ხშირად არ ასრულებს.

მაკა ბოჭორიშვილი: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე – როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს“
POSTV

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევის ფაქტი შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს შეხვედრებზე მიწვევის საკითხი ევროკავშირის მხრიდან გარკვეული სპეკულაციებისთვის სივრცის შესაქმენლად გამოიყენება. ბოჭორიშვილის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მათთვის მიუღებელია.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არ არის სპეკულაციების საკითხი და საგანი და ის საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და პარტნიორებს შორის უნდა იდგეს, უნდა იყოს სერიოზულად განხილული და ნამდვილად არასერიოზულია, როდესაც შეხვედრაზე, ერთი მხრივ, ვითომ ხდება დაპატიჟება თუ მოწვევა ქვეყნის და მეორე მხრივ, მოწვევა ხდება იმგვარად, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ იმ ადამიანებმა, ან იმ დონეზე არ იყოს შეხვედრაში მონაწილეობა, რა დონეზედაც შეხვედრა იმართება.

ერთი მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რატომ ხდება ასე – საერთოდ რატომ ხდება მოსაწვევის გამოგზავნა ამ შემთხვევაში, თუკი მათ არ სურთ საქართველოს მონაწილეობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არის გამოკვეთილი პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით – საქართველოს მნიშვნელობაზე და ზოგადად, დიალოგის საჭიროებაზე. როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს, თუ რამდენად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის ბიუროკრატია თავად ევროკავშირის ინტერესებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე: „მოვიწვიე საქართველო, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა“. თუ მიწვევაა, მიმიწვიე იმ დონეზე, რა დონეზეც შეხვედრა იმართება. თუკი შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღო, იქ უნდა შეგეძლოს შენი პოზიციების გამოხატვა. მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას. ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები