Euronews: ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს
Euronews-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევებისას ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება, - წერს Euronews-ი.
ევროკავშირის ქვეყნებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებისკენ, რომლის განმავლობაშიც ახალწვეულებს - მონტენეგროთი დაწყებული - კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის შემთხვევაში, შესაძლოა ხმის უფლება შეუჩერდეთ.
„ევროკომისიამ ეს წინადადება გასულ თვეს წარადგინა, რათა თავიდან აიცილოს ვიქტორ ორბანის მმართველობის ქვეშ მყოფი უნგრეთის გამოცდილების გამეორება, რომლის მთავრობამაც ბლოკის ფუნდამენტური ღირებულებები დაარღვია და ერთსულოვნების მომთხოვნი გადაწყვეტილებების დასაბლოკად ვეტოს უფლება არაერთხელ გამოიყენა“, - აღნიშნავს Euronews-ი.
ევროკომისიამ თავდაპირველად 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა შესთავაზა, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ - განსაკუთრებით იტალიამ და ჯგუფ „დასავლეთ ბალკანეთის მეგობრების“ სხვა წევრებმა, რომლებიც რეგიონის გაწევრიანებას უჭერენ მხარს - განაცხადეს, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი დროებითად ძნელად თუ ჩაითვლება.
დისკუსიის დეტალებში უშუალოდ ჩახედული ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ელჩებმა კომპრომისისადმი გაცილებით მეტი მზაობა გამოავლინეს, ვიდრე იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც დეტალების შეთანხმებაზე კვირები დახარჯეს.
ყველაზე მწვავე კამათს იწვევს ის, თუ რა გახდება ხმის უფლების შეჩერების საფუძველი. ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მდგომმა მონტენეგრომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებსა და ევროკავშირის ღირებულებებისა და წესების სისტემატურ დარღვევას უნდა ეფუძნებოდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…