ლევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა - დიალოგი უნდა განახლდეს, რაც უნდა გულისხმობდეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსაც
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ბრიუსელთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და დიალოგი განაახლოს, რაც გაწევრიანების საკითხებსაც უნდა მოიცავდეს.

ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს და ეს თავისთავად უნდა გულისხმობდეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსაც, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, რომ მზად არის, ბრიუსელთან დიალოგი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. მისივე განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთა ევროკავშირის ინტერესებშიცაა.
"მთავარია, დიალოგი განახლდეს. მიუხედავად ამდენი უსამართლო დამოკიდებულებისა, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ვიხილეთ, გაცხადებული გვაქვს, პრემიერ-მინისტრის დონით დაწყებული, რიგითი დეპუტატის დონით დამთავრებული, რომ მზად ვართ, ეს ყველაფერი დავივიწყოთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს და ეს თავისთავად უნდა გულისხმობდეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ეს ყველაფერი უნდა მოიცავდეს დაკავშირებადობის კუთხითაც საკითხებს. ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს სასაუბრო, დრო არ ითმენს. მათ უფრო ეჩქარებათ დღევანდელი გადმოსახედიდან. საქართველოს მნიშვნელობა დღეს არის გაასმაგებული შუა კორიდორიდან გამომდინარე. ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენი ფასიც ვიცით და გაზრდილია ჩვენი წონა სწორედ ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება ჩრდილოეთ კორიდორის მიმართულებით და სამხრეთ კორიდორის მიმართულებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…