მაკრონი: „ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განიხილონ, რადგან ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალურია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის „აქტუალურია“, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ძლიერ და კარგად აღჭურვილ არმიას.
„ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“, — განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართული „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ.
სამიტს უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაკრონის თქმით, ბერლინში მყოფ ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბარიც ჰქონდათ.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტ ტრამპის ორ სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ კუშნერსა და ბატონ უიტკოფს, რომელთაც ამ სამიტის განმავლობაში ჩვენთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ“, — აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში ჟურნალისტებს აცნობა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემის საკითხი განიხილოს. Reuters-ის თანახმად, კუშნერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს.
კუშნერის შეფასებით, ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული იმ კუთხით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები“, ისევე როგორც ომისშემდგომი კეთილდღეობის გეგმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…