პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერი: მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან სერიოზული საკითხია - ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია

ნატო

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ-მა შეძლო მოსკოვისთვის მისაღები გაეხადა უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიების მექანიზმი. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ამ იდეისთვის ღიაა, თუ ის აშშ-ის ინტერესებს მოერგება.

ჯარედ კუშნერი: მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან სერიოზული საკითხია - ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია
იმედინიუსი

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ-მა შეძლო მოსკოვისთვის მისაღები გაეხადა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის მსგავს მექანიზმს დაეფუძნება.

კუშნერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ამ იდეის მიმართ გარკვეული უნდობლობა კვლავ არსებობს, რის გამოც ევროპასა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის აღდგენა აუცილებელია.

„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობაა, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მსგავსი გარანტიების გაცემა სერიოზული ნაბიჯია და დონალდ ტრამპი ამ საკითხის განსახილველად მზად არის, თუმცა შეთანხმება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტს უნდა ეფუძნებოდეს.

„ამერიკის პერსპექტივიდან ვიტყვი, რომ მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია“, - დასძინა კუშნერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გამოიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები