პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერი - რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში

ნატო

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ ჯარედ კუშნერის განცხადებით, მათ შეძლეს რუსეთის დარწმუნება, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს მე-5 მუხლს უნდა ეფუძნებოდეს.

ჯარედ კუშნერი - რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში
ინტერპრესნიუსი

რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა კუშნერმა.

მისი თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის განახლება აუცილებელია.

„ამერიკის გადმოსახედიდან, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამის განსახილველად პრეზიდენტი ტრამპი მზად არის. თუმცა, ცხადია, ეს აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ასევე, უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა კუშნერმა.

ასევე, კუშნერის განცხადებით, ტრამპი ჩინეთიდან იმ განწყობით ბრუნდება, რომ უკრაინაში „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.

„ჩვენთვის წარმატებული შედეგი ომის დასრულების შემდეგ სუვერენული, დაცული, აყვავებული და თავისუფალი უკრაინის არსებობა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოჯარედ კუშნერი: მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან სერიოზული საკითხია - ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია
  2. UNIAN · Telegramნეიტრალურიკუშნერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალურია, ემანუელ მაკრონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები