პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს

სატრანსფერო ექსპერტ პიტ ო’რურკის ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბები „ტოტენჰემი“ და „ევერტონი“ გიორგი მიქაუტაძის შეძენით არიან დაინტერესებულნი. თუმცა, „ვილიარეალი“ ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს.

Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
სპორტალი

სატრანსფერო ექსპერტმა პიტ ო’რურკმა Football Insider-ში „ვილიარეალის“ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა.

ავტორი წერს, რომ 26 წლის მიქაუტაძით „ტოტენჰემი“ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებული, მაგრამ „ვილიარეალი“ შუა სეზონში ფორვარდის გასხვისებას საკმაო თანხის სანაცვლოდაც არ აპირებს, მით უმეტეს ვიდრე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს.

მიქაუტაძეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე პასია. აიოზე პერესისა და ჟერარ მორენოს ტრავმების გამო გიორგის მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა.

Transfermarkt-ის მიხედვით ქართველის ფასი 40 მილიონი ევროა.

„ვილიარეალი“ 12 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 15 ქულით მერვე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულა აშორებს და 22 ნოემბერს გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 4 ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული და 25 ნოემბერს „სლავიას“ ესტუმრება.

„ევერტონი“ პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, „ტოტენჰემი“ კი 12 ქულით - მეთერთმეტეზე.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები