რუსეთი აპროტესტებს ფინეთის მიერ რუსებისთვის, მათ შორის სპორტსმენებისთვის, დაწესებულ ახალ სასაზღვრო...
რუსეთი ფინეთის მიერ რუსებისთვის, მათ შორის სპორტსმენებისთვის, დაწესებულ ახალ სასაზღვრო შეზღუდვებს აპროტესტებს და მას ეროვნების ნიშნით დისკრიმინაციას უწოდებს. ფინეთმა შეზღუდვები გაამკაცრა და განაცხადა, რომ სანამ ომი გრძელდება, რუს სპორტსმენებს ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ.

სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ამ ნაბიჯს განიხილავს როგორც „ეროვნების ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას“, რომელიც არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სპორტის პრინციპებს, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ სტანდარტებს.
”ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ფინეთის ყველა კონფრონტაციულ ნაბიჯს და ეს უდავოდ იქნება გათვალისწინებული ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისას”, - განაცხადა სამინისტრომ.
წინა კვირაში ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას ზღუდავს, და რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მათ ამ ქვეყანაში „არაფერი ესაქმებათ“.
ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მკაცრდება შეზღუდვები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი სამუშაო ვიზების (მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში) მიღებას ცდილობენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…