კორპუსის ნანგრევებში მხოლოდ ერთი ადამიანი, 7 წლის ბავშვი დარჩა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამოშლილ კორპუსში მეხუთე გარდაცვლილი იპოვეს; მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 7 წლის გოგოს კვლავ ეძებენ.

ფონიჭალაში მე-5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთაგან 3 ქალია, ერთი კაცი და ერთი ბავშვი.
მაშველები კვლავ ეძებენ 1 ადამიანს, 7 წლის გოგოს, რომელიც კორპუსის აფეთქების შედეგად ნანგრევებშია მოყოლილი.
3 წლის თაია თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია. 7 წლის გოგო თაიას დაა. მათი დედა გარდაიცვალა.
ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთულ პირობებში გრძელდება. ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, კორპუსის მასალა მცირე ფრაგმენტებადაა ჩამოშლილი და ტერიტორია ძლიერად ჩახერგილია, ხოლო მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
მისივე თქმით, შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული არავინ დაფიქსირებულა.
კითხვაზე, სად და რა ვითარებაში იპოვეს ნანგრევებში ბავშვი, სპიკერმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ყურადღება სწორედ ამ მონაკვეთზეა გადატანილი.
გაიგეთ მეტი:
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…