ექიმი ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვზე: სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.
3 წლის ბავშვი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და მას გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა.
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით და დათვალიერებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ველოდებით პასუხებს. რასაც ვაკვირდებით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ის მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში იპოვეს. ბავშვის ნანგრევებიდან გამოყვანას ემოციებით და ტაშით შეხვდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…