პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ The Touchline-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა დიდ გუნდში სათამაშოდ და ბარსელონას მხრიდან მის მიმართ არსებული ინტერესი მას დამატებით მოტივაციას აძლევს.

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
სპორტალი

საქართველოს ნაკრებისა და "ვილიარეალის" ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ The Touchline-თან ინტერვიუში "ბარსელონას" მხრიდან მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს უფრო დიდ მოტივაციას აძლევს და დიდ გუნდში გადასასვლელად მზადაა.

"26 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ. ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა და ვცდილობ, ეს ყოველთვის დავამტკიცო.

შესაძლოა, უბრალოდ ცოტა მეტი დრო მჭირდება. "ბარსელონას" მხრიდან ინტერესი? დიახ, ეს სასიხარულოა და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩავის, ინიესტას, ბუსკეტსის და MSN-ის ტრიოს დროიდან, ბავშვობაში "ბარსელონას" გულშემატკივარი ვიყავი", - თქვა მიქაუტაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები