ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისხვადასხვასტატია

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგის ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა, რის შედეგადაც გიორგი მიქაუტაძის ფასი 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 40 მილიონი ევრო გახდა. ასევე შეიცვალა გიორგი ქოჩორაშვილის ღირებულება, რომელიც ახლა 4.5 მილიონი ევრო ღირს.

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა
გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდაBM.GE

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.

მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული 50 მილიონი ევრო. 25 წლის ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგაში, საბაზრო ღირებულების მიხედვით, 32-ე ადგილს იკავებს.

მიქაუტაძის გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც შეიცვალა. „სევილიას“ ნახევარმცველი 4 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი Transfermarkt-ზე 4.5 მილიონი ღირს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.