მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მწვრთნელს, ინიგო პერესს, თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას უპირებს. ფეხბურთელი გუნდში არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 0:6 განადგურების შემდეგ მწვრთნელს, ინიგო პერესს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა.
„უკვე პირველი შემთხვევა არ არის, რაც სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მინდა, ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ვიყო, რათა დავამტკიცო, რომ სამშაბათის მსგავს მატჩებში სასტარტოში ადგილს ვიმსახურებ. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელო და მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ცდება, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მტოვებს“, - განუცხადა მიქაუტაძემ Onze Mondial-ს.
მიქაუტაძე პსჟ-სთან შეხვედრაში 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:5, თამაშის ბედი კი გადაწყვეტილი იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…