პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსურსათის ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ზრდის პერსპექტივები განიხილა.

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
რუსთავი 2

უზბეკეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს, აზიზბეკ ურუნოვს შეხვდა.

შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სტანდარტების დანერგვისა და აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ზრდის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

"უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად განვიხილეთ აგრარული პროდუქციით ვაჭრობის გაღრმავების საკითხები.

აგრარული სექტორის მდგრადი განვითარება და ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის ზრდა წარმოუდგენელია უვნებლობის მაღალი და თანამედროვე სტანდარტების მკაცრად დაცვის გარეშე", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შესაბამის უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარების, ინსპექტირების თანამედროვე მექანიზმების დანერგვისა და ფიტოსანიტარული თუ ვეტერინარული კონტროლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა
  2. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები