ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძის შესახებ: “საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის”
ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძეს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკურ სპეკულაციასა და უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძის მიერ ფონიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
“საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის.
უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობა და პრინციპი – “სხვისი ზარალი ჩემი მოგებაა” ისევ ამ პროპაგანდის ავტორებს აზიანებს”, – წერს ცოტნე ანანიძე.
ოპოზიციის პროპაგანდისტი თორნიკე რაზმაძე “ფეისბუკის” პოსტში ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს და აცხადებს, რომ პოლიტიკაზე ხმის არამოღების შემთხვევაში პრობლემები მაინც შეეხება ადამიანების ოჯახებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…